logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი
- +

31 დეკემბერი. 2017. 13:27



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ საზოგადოება ახალ წელიწადს უნდა მიეგებოს იმ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე მარადიული სიცოცხლისთვის იყოს.


„დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს - უნდა მივეგებოთ იმ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე, ყოველი მიზანდასახულობა ჩვენი ცხოვრებისა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, როგორც ახლა არის ძალიან მიღებული და გავრცელებული, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი. შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ამ თვალსაზრისით ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენი ერისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი", - ბრძანა მეუფე შიომ.


მან ასევე მრევლს შეახსენა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს საღამოდან, ასევე, 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner