საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ თანამედროვე სეკულარულ აზროვნებაში მარადისობის ცნება სრულებით გამორიცხულია, რა დროსაც ყველაფერი აზრს კარგავს.
„თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. თუ ჩვენ არ გვწამს მარადისობის, უფლის წყალობის, რომ უფალში ყველაფერი აღირაცხება და მოგვენიჭება, მაშინ მართლაც აზრს კარგავს ყველაფერი. თქვენ იცით, რომ თანამედროვე სეკულარისტულ აზროვნებაში ეს სწორედ ასეა, რომ მარადისობის ცნება და ამგვარი ცხოვრებისეული აზრი სრულებით გამორიცხულია; მარადისობა საერთოდ არ იგულისხმება, არსად არ ჟღერს არც ერთი დიდი ტრიბუნიდან. ამ შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს. ისტორიაც აზრს კარგავს, თუ ჩვენ წავშალეთ და დავივიწყეთ ის, რაც არ არის მარადისობა, სადაც ეს ყველაფერი აღირაცხება და სადაც ჩვენ მოგვეგება მარადიული სიხარულით და ღვთის მადლით", - ბრძანა მეუფე შიომ.