logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: ქედს ვიხრით პატრიარქის ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ დიდ თარიღებს
- +

31 დეკემბერი. 2017. 14:55



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას კიდევ ერთხელ მიულოცა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე.


„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორი დიდი თარიღის და ზეიმის შუა პერიოდში. ეს არის მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე, რომელიც ვიზეიმეთ 25 დეკემბერს და სულ რამდენიმე დღეში, 4 იანვარს არის მისი დაბადებიდან 85 წლის იუბილე. ამ ორი დიდ თარიღს შუაში ვიმყოფებით ჩვენ. ეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეებია და ჩვენ კიდევ ერთხელ, მის მიერ აშენებული ამ საოცარი ტაძრიდან ქედს ვიხრით მისი ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ ამ დიდ თარიღებს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიხარულს", - ბრძანა მეუფე შიომ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner