ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მართლა მოულოდნელი ზარი ჩემს ტელეფონზე, კახა კალაძე დაიწერა და მართლა დაბნეულმა ვუპასუხე, ახალი წელი მომილოცა, მერე გადატვირთული იქნება ხაზები და ვერ დაგიკავშირდებიო, ძალიან გამიხარდა, ოღონდ მართლა! არ ველოდი თბილისის მერის ზარს... ახლა ვიცი, რომ საუკეთესო წელი იქნება! ჩემი თბილისის საუკეთესო მერი! მე რომ ვახსოვარ, ყველაზე მეტად ეს გამიხარდა!" - წერს ჯღარკავა.