logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მე მზად ვარ!
- +

22 აპრილი. 2016. 15:13


„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საპროტესტო აქციებს აანონსებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, თუ ეროვნული მნიშვნელობის საკითხები საზოგადოების უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით არ გადაწყდა, შიმშილობის აქციები დაიწყება.



თუ ეროვნული მნიშვნელობის საკითხები არ გადაწყდა, ძალიან ბევრი ადამიანი ვართ მზად, დავიწყოთ საპროტესტო შიმშილობა შემდეგი მოთხოვნებით:

 

1)საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს მუხლი, რომელიც აკრძალავს ე. წ. ერთსქესიანთა ქორწინებას.

 

2) აიკრძალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა.

 

3) დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონიდან ამოღებულ იქნას ტერმინები: სექსუალური ორიენტაცია" და გენდერული იდენტობა".

 

4)საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან" ამოღებულ იქნას ტერმინები: სექსუალური ორიენტაცია" და ენდერული იდენტობა".

 

5)აიკრძალოს უცხოელებისთვის მიწის სამუდამო მფლობელობაში გადაცემა.

 

6)რადიკალურად გამკაცრდეს საემიგრაციო კანონი აზიის და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის...

 

მე მზად ვარ!" - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner