logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: არასაპარლამენტო ოპოზიციას დიდი შანსი აქვს, მოკრიბოს „მოყოყმანე“ ელექტორატის ხმები
- +

22 აპრილი. 2016. 15:14


„მეეჭვება, კოალიციიდან გასულმა პარტიებმა ხელისუფლების კონკურენცია შეძლონ. ისინი გათქვეფილნი იყვნენ კოალიციაში დიდხანს და რა პრეტენზიებიც მათ შეიძლება ჰქონდეთ ხელისუფლების მიმართ, პირველ რიგში, ალბათ მათვე ეკუთვნით", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აკაკი ასათიანმა გააკეთა.

 

 

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერის თქმით, თუ ისინი შეძლებენ მძლავრი გაერთიანების ჩამოყალიბებას, არჩევნებში მათი წარმატების შანსები გაიზრდება.



„ასეთი ძალებია: ნინო ბურჯანაძის პარტია, „პატრიოტთა ალიანსი".  ზოგადად, არასაპარლამენტო პარტიებს აქვთ შანსი, მოკრიბონ იმ ელექტორატის ხმები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცენ ხმა არჩევენებში. დიდი გაერთიანება კი შესაძლებელს გახდიდა, მოყოყმანე ელექტორატის ძალიან სერიოზული კონცენტრაცია მოეხდინა", - განაცხადა ასათიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner