ტელეკომპანია „იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავსა და ახლობელს გილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ნებისმიერი სურვილის ასრულებას არა მარტო 2018, არამედ თქვენი ცხოვრების ყოველ მომდევნო წელსაც - გაიხარეთ თქვენს ოჯახებთან ერთად!!!" - წერს ბარათაშვილი.