„მე არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა", - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ბირთვული იარაღის საშუალებით ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ომის დაწყებისგან აკავებს, ხოლო თუ ფხენიანი ბირთვული დარტყმის განხორციელებას თვითონ გადაწყვეტს, მას იერიშის მიტანა აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე შეუძლია.