logo_geo
eng_logo
ინტერპოლის მიერ ძებნილთა 39% ეროვნებით ქართველია
- +

3 იანვარი. 2018. 13:30



ბოლო მონაცემებით, ინტერპოლის საძიებო სისტემაში 160 ძებნილი ფიქსირდება. მათგან 63 ადამიანი ეროვნებით ქართველია, სამი მათგანი კი ქალია.


ძებნილებს ბრალი ტრეფიკინგში, საბუთების გაყალბებასა და საზღვრის უკანონოდ კვეთაში ედებათ.


ძებნილთა შორის ყველაზე პატარა 21 წლის ნამიგ ჰუსეინოვია (სხეულის განძრახ დაზიანება და ხულიგნობა). ყველაზე ხანდაზმული, კი 79 წლის ასლან აბაშიძეა (ხელისუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; მითვისება ან გაფლანგვა).


27 შემთხვევაში საქმე მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას ეხება. ყველაზე ხშირად, ქართველები საზღვრის უკანონოდ კვეთასა და დოკუმენტაციის გაყალბებისთვის იძებნებიან.


ინტერპოლის საძიებო სისტემის მიხედვით, ძებნილი 63 ადამიანიდან, ყველაზე მეტი, 28 ქართველი რუსული მხარის მიერ იძებნება.


რაც შეეხება, უგზოუკვლოდ დაკარგულთა მონაცემებს; ინტერპოლის ვებგვერდზე ეროვნებით ქართველი 18 ადამიანი იძებნება. მათ შორის ყველაზე პატარა, 10 წლის დანიელ მუხულიშვილია (გაუჩინარების ადგილი: კვიპროსი, 2015 წელი). ასაკით ყველაზე დიდი კი, 62 წლის ვლადიმირ ხოშბეკიანია (გაუჩინარების ადგილი: რუსეთი, 2011 წელი).




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner