ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ირანში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას იმდენად ამახინჯებს ჭრელი პროპაგანდა, რომ რეალური სურათის დანახვა შეუძლებელია. ერთი, რისი დანახვაც მოვახერხე, არის ქართული facebook-ის რეაქცია - ზედაპირული, ხშირად ასევე პროპაგანდისტულად ინტერპრეტირებული შეფასებები, რომელთა მიღმა იკითხება მხოლოდ მორიგი ეპიკური სეირის ყურების ბანალური მოლოდინი", - წერს უძილაური.