სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქმეში არის მტკიცებულებები, რითიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა დგინდება.
„საქმეში არსებობს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი და დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დღეს მოვისმენთ დაცვის მხარეს, თუ რა სამართლებრივი არგუმენტები ექნება მას. დეტალურ შეფასება ამის შემდეგ მივცემთ. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს არც ბრალდების და არც დაცვის მხარის გადასაწყვეტია. სასამართლოს გადასაწყვეტია, გამოაცხადებს თუ არა დღეს გადაწყვეტილებას. მოსამართლეს უფლება აქვს იმოქმედოს გაწერილი ნორმების ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება.