logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთთან ახალი ცივი ომის დაწყება არ გვსურს
- +

3 იანვარი. 2018. 16:42



NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს რუსეთთან ახალი ცივი ომის დაწყება არ სურს. როგორც თავად განაცხადა, NATO-ს ქვეყნებს ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული რაკეტები არსებობდა, ქვეყნებს ერთმანეთის წინააღმდეგ ისინი არ გამოუყენებიათ.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსკოვთან დიალოგს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ არის", - განაცხადა სტოლტებერგმა.


გაეროს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებითაც ილაპარაკა. მისი თქმით, ამ კონფლიქტის დარეგულირებაში დიდი როლი რუსეთსა და ჩინეთს აქვთ.


„ჩვენ ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალურ ზეწოლას ვახდენთ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. თუმცა ჩინეთსა და რუსეთს ამ საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვინაიდან ისინი არიან ფხენიანის მეზობელი ქვეყნები და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები", - განაცხადა სტოლტენბერგმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner