სრაელის არმიის პრესსამსახური საკუთარ twitter-ის გვერდზე წერს, რომ ღაზას სექტორის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვება დაფიქსირდა.
სავარაუდოდ, რაკეტა ასკალონის რაიონში ჩამოვარდა. ზარალზე ან დაღუპულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რაკეტა გაუშვეს. ასეთი შემთხვევები ღაზას სექტორიდან მას შემდეგ გახშირდა, რაც აშშ-მა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ისრაელი ღაზას სექტორის მმართველ ისლამურ მოძრაობას "ჰამასს" ადანაშაულებს და მისგან ითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვას.