საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ყველა უფლება დაირღვა და მოსამართლეს სთხოვა, სწორი გადაწყვეტილება მიეღო.
დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის ორი სასამართლო პროცესი გაიმართა. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლემ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობასთან დაკავშირებით 11 იანვრისთვის გადაიტანა.