აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ამერიკა შესაბამის დროს ირანელ ხალხს დიდ მხარდაჭერას გაუწევს.
„პატივისცემა ირანელ ხალხს, რომელიც ცდილობს უარი თქვას კორუმპირებულ მთავრობაზე. თქვენ აშშ-სგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ შესაბამის დროს!", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.