logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: პატივისცემა ირანელ ხალხს, თქვენ აშშ-სგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ
- +

3 იანვარი. 2018. 22:42



აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ამერიკა შესაბამის დროს ირანელ ხალხს დიდ მხარდაჭერას გაუწევს.


„პატივისცემა ირანელ ხალხს, რომელიც ცდილობს უარი თქვას კორუმპირებულ მთავრობაზე. თქვენ აშშ-სგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ შესაბამის დროს!", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.


თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner