22 მაისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას" მურად ზაქარიაძე წარმოადგენს.
წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება არ იქნება მხოლოდ პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება.
კახა კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.