logo_geo
eng_logo
სირიაში რუსულ ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა
- +

4 იანვარი. 2018. 01:42



რუსული მედიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს სირიაში ხმეიმის რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ფაქტზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა ბაზა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. თვითმფრინავების გარდა იარაღის საწყობიც განადგურდა.


დღესვე ცნობილი გახდა, რომ სირიაში რუსული თვითმფრინავი "მი-24" ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner