რუსული მედიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს სირიაში ხმეიმის რუსულ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 თვითმფრინავი განადგურდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ფაქტზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა ბაზა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. თვითმფრინავების გარდა იარაღის საწყობიც განადგურდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სირიაში რუსული თვითმფრინავი "მი-24" ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.