„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ილია მეორის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს 85 წლის იუბილეს. მადლობა უფალს რომ ღირსი გაგვხადა ამ ძნელბედობისას ქვეყანას სწორედ უწმიდესი ილია მეორე ჰყოლოდა სულიერ წინამძღოლად. დარწმუნებული ვარ, რომ ერს სოხუმში, ცხინვალში და სხვა დაკარგულ ტერიტორიებზე პატრიარქი წარუძღვება წინ და მისი ლოცვით-მეოხებით გაერთიანდება და გაბრწყინდება საქართველო", - წერს მჟავანაძე.