ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩრილოეთ კორეის მიერ გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.
„იმედი მაქვს, ტრამპი ღილაკს არ შეეხება", - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ტვიტერით" მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ბირთვული ღილაკი უფრო დიდი და მძლავრია.
მიმართვას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას უკვე შეუძლია აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და მას დიდი ზიანი მიაყენოს. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ის ამ ღილაკს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.