logo_geo
eng_logo
2018 წელს საქართველო რუსეთიდან გაზს არ მიიღებს
- +

4 იანვარი. 2018. 14:25



ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.


ბალანსის თანახმად, 2018 წელს საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს. კერძოდ, 1.866 მილიარდ კუბურ მეტრს „სოკარისგან", 813,9 მილიონ კუბურ მეტრს შაჰ-დენიზისგან მიიღებს, ხოლო 9,4 მილიონი კუბური მეტრი ადგილობრივი მოპოვებაა.


შეგახსენებთ, რომ „გაზპრომთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას იღებს. თუმცა, მოლაპარაკების დეტალები და კონკრეტული თანხა ცნობილი არ არის.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner