logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: გილოცავთ 85 წლის იუბილეს... დღეგრძელი იყავით უწმინდესო!
- +

4 იანვარი. 2018. 15:30



ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საქართველოს პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აი, იმ დროს, როცა თბილისს დენი არ ჰქონდა და პურის მაღაზიებთან მატარებლის სიგრძის რიგები იდგა, უბნის ბიჭები ვიკრიბებოდით, წიგნებს განვიხილავდით, მინიშნობანას ვთამაშობდით, დავრბოდით და საღამოობით საპატრიარქოს წინ ბაღში ვიკრიბებოდით.

 

ხშირად პატრიარქი ილია მეორე თანხმლებ პირებთან ერთად სკამზე ჩამომჯდარი გვხვდებოდა.

 

ჩვენ, პატარა ბიჭები მორჩილად თავს დავუხრიდით და დალოცვას ვთხოვდით ხოლმე.

 

პატრიარქი თავზე თავის ფაფუკ ხელს დაგვადებდა და დალოცვილი იყავითო, გვეუბნებოდა.

 

ასე გრძელდებოდა თვეობით.

 

ერთ-ერთი დალოცვის შემდეგ ილია მეორის თანხმლებმა მითხრა, ბედნიერები ხართ, რომ უწმინდესი თქვენთვის ყოველთვის გულწრფელად ლოცულობსო.

 

მე სითბო ჩამეღვარა.

 

მაშინ განსაკუთრებით ვიგრძენი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ გვყვავდა ადამიანი, რომლის დალოცვაც გვაძლიერებდა.

 

მინდა, გავბედო და პატრიარქი მის დაბადების დღეს ახლა მე დავლოცო.

 

გილოცავთ 85 წლის იუბილეს. დღეგრძელი იყავით უწმინდესო, გახარებდეთ იესო!" - წერს ჩანადირი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner