საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე (საგლოლოსთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული იყო დიდი მოცულობის თოვლის ზვავი, რის გამოც, საავტომობილო გზაზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.