logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი
- +

4 იანვარი. 2018. 18:07



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩასა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა.


გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე, სუსი საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის.

 

„ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი", - განაცხადა გიორგობიანმა.


კითხვაზე, რა მტკიცებულებებზეა საუბარი და არის თუ არა ეს აუდიოჩანაწერები, ნინო გიორგობიანის განცხადებით, წინა ბრიფინგზეც ითქვა, რომ არსებობს აუდიოჩანაწერებიც, კერძოდ, საუბარია უშუალოდ ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან ამოღებულ ჩანაწერზე, „სადაც ჩანს, რომ ისინი გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმებს დიპლომატიურ მისებზე თურქეთსა და საქართველოში".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner