საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
„დღეს ისტორიული თარიღია ეკლესიის და ერის ისტორიაში და მე მინდა, მოგესალმოთ ყველას. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ ორმოცი წლის მანძილზე. მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას, თქვენი დახმარება და სიყვარული რომ არ ყოფილიყო. მე პირველი შეხება ხელნაწერთა ინსტიტუტთან მქონდა ჩემი სტუდენტობის დროს, როცა ვამთავრებდი მოსკოვის სასულიერო აკადემიას. მე მქონდა აღებული საკანდიდატო თემა ივერიის მონასტრის ისტორია და ჩამოვედი თბილისში და მე მქონდა შეხვედრა ილია ბუღაძესთან. იგი ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს. მე მეხმარებოდა იმ მასალების მოპოვებაში, მოძებნაში, რომელიც საჭირო იყო. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისათვის", - ბრძანა პატრიარქმა.