სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს 5 იანვარს გამოაცხადებს.
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესები რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ედავებიან.