logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია!
- +

5 იანვარი. 2018. 11:20


სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა. ამასთან, პროკურორმა განმარტა, თუ რის საფუძველზე მოხდა გირგვლიანის საქმეზე ხელახალი ძიების დაწყება.


ნადარეიშვილის თქმით, ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საქართველოს ობიექტური გამოძიების წარმოება დაევალა.

 

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩატარებულიყო ხელახალი, ობიექტური გამოძიება. ამ გამოძიების შედეგების მიხედვით, დღეს უკვე გირგვლიანის საქმეზე რვა პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის, იმჟამინდელი შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ. ამ საქმეს აქვს ორი მხარე, ერთი, რა თქმა უნდა, არის ადამიანური მხარე და სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ, მაგრამ არის მეორე სამართლებრივი მხარე. ეს საქმე უნდა გადაიქცეს პრევენციად იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების იერარქიული მდგომარეობისა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ხელისუფლების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე კანონის შესაბამისად მოხდება ყველას პასუხისგებაში მიცემა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner