logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: ირანს „ტროას ცხენს“ უმზადებენ
- +

5 იანვარი. 2018. 12:01


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ შესაფერის დროს ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას გაუწევს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გააკრიტიკა.

 

„დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს საგრძნობ მხარდაჭერას გაუწევს, როდესაც შესაფერისი დრო დადგება. ირანს „ტროას ცხენს" უმზადებენ", - დაწერა რამზან კადიროვმა „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.


მისი თქმით, „აქამდე ქმედითი მხარდაჭერა მიიღეს ლიბიის, სირიის, ერაყის, ავღანეთის, სერბეთის, ვიეტნამისა და სხვა ქვეყნების ხალხებმა".


3 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა შესაბამის დროს ირანელ ხალხს დიდ მხარდაჭერას გაუწევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner