ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება სიას და თუ ვინ იქნება მაჟორიტარულ ოლქებში წარმოდგენილი პარტია „ქართული ოცნების" მიერ, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. თქვენ იცით, რომ სამი თვით ადრე დაიწყება ოფიციალურად საარჩევნო კამპანია. ალბათ, ამაზეც მოხდება შეთანხმება პრეზიდენტთან და შესაბამისად, უახლოეს მომავალში იქნებიან წარდგენილი კანდიდატები", - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დააანონსა. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანია არა არჩევნებამდე სამი თვით ადრე ანუ ივლისში, არამედ სწორედ მაისში დაიწყება.