logo_geo
eng_logo
2017 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა
- +

5 იანვარი. 2018. 12:03


 

„2017 წელს ტურისტების რაოდენობა 27.9%-ით გაიზარდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.


„გასული წლის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური.

 

იანვარ-დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებიდან:

გაერთიანებული სამეფო +39.9%,

ნიდერლანდები +31.1%,

ესპანეთი +29.9%,

საფრანგეთი +29.6%

გერმანია +25.7%

ასევე აშშ-დან + 24.5%

 

ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +29%)

 

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია",  - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner