logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ!
- +

5 იანვარი. 2018. 14:39

 

 

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


„მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, გასცა პირობა, რომ შემდგომში სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მსჯავრდებულებს", - განაცხადა მოსამართლემ.


გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.


ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner