logo_geo
eng_logo
დღეს გიგა დათუაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა
- +

22 თებერვალი. 2016. 11:10



22 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ მხატვარ გიგა დათუაშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე. ექსპოზიცია ავტორის დაბადებიდან ორმოც წელს ეძღვნება.


გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ეკუთვნის 90-იანი წლების მიწურულს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურული პერსონაჟების ინტერპრეტაციების ამსახველი გრაფიკული სერიები; ტემპერის საღებავებით შესრულებული კომპოზიციები; აკვარელით, ფანქრით თუ კალმით შესრულებული პორტრეტული ჩანახატები.


გიგა დათუაშვილმა ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლისას მიიღო. აკადემიის დასრულების შემდეგ უანგაროდ ასწავლიდა ხატვას ძეგვის ბავშვთა სახლში. მონაწილეობდა არაერთი ტაძრის მოხატულობების სარესტავრაციო სამუშაოებში.


2000 წელს, 24 წლის ასაკში გიგა დათუაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ავტორის ნამუშევრები და ხელნაწერები ინახება მისი ოჯახის კერძო კოლექციაში.


გამოფენა 2016 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.


მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.



 

წყარო: museum.ge

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner