საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს მოშიმშილე ლექტორების მოწინააღმდეეგები მართავენ, მეორეს - მომხრეეები.
„ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბეთ, რათა გავემიჯნოთ მოშიმშილე რექტორებს, მაგრამ არა რეფორმებს, რადგან რეფორმები აუცილებელია.
პირველ რიგში შიმშილობა იმიტომ არის უსაფუძვლო, რომ რეფორმების განხორციელების წინააღმდეგი არც რექტორი არჩილ ფრანგიშვილია და არც ჩვენ, სტუდენტები", - აცხადებს აქციის მონაწილე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მაკა გორდეზიანი.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ კონტრაქციას სტუდენტების ის ნაწილიც მართავს, რომლებიც მოშიმშილე ლექტორებს ემხრობიან.
„ჩვენ ვართ თავისუფალი აზრის მქონე სტუდენტები, რომლებიც სოლიდარობას ვუცხადებთ მოშიმშილე ლექტორებს. აქციის მონაწილეები, რომლებიც ლექტორების შიმშილობას აპროტესტებენ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან", - განაცხადა კონტრაქციის მონაწილემ გიორგი ნაფეტვარიძემ.