logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე საარჩევნო კოდექსზე: ერთს ურჩევნია ბოზბაში და მეორეს - ჩიხირთმა
- +

22 აპრილი. 2016. 17:19


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. ოპოზიციის დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლისთვის ითხოვენ, მმართველი გუნდი კი, ცვლილებას მხოლოდ 2020 წლისთვის უჭერს მხარს.



იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს დღეს დეპუტატების განცხადებებზე ლუარსაბისა და დარეჯანის ჩიხირთმასა და ბოზბაშზე კამათი გაახსენდა.


 

ჩვენი ეს კამათი მაგონებს ლუარსაბისა და დარეჯანის კამათს, რომ ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა, იმიტომ რომ ერთს ურჩევნია ბოზბაში და მეორეს - ჩიხირთმა და რამდენიც გინდა უმტკიცო, რომ ისიც გემრიელია, არ გიჯერებს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner