ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ესე იგიო, - უბნობენ სწავლულნი ამა ქვეყნისანი, - მიხა გირგვლიანის საქმეში დამნაშავეა, ამას წვეთი არ გაუვა, მაგრამ ახლა გასარკვევია, ხომ არ აქვს ადგილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებასო?
ვახ, როგორც კორკოტა იტყოდა, თქვენი შუბა კი დავხიე, თუ მიხა დამნაშავეა, პოლიტიკური ანგარიშსწორება რანაირადღა გამოდის?!
ბოლო-ბოლო, ყველაფერს დავანებოთ თავი, ქართველმა ხალხმა ხომ ყველაზე უკეთესად იცის, ვინ, როგორ და რანაირად ჩააწვინა მთელი ოჯახი საფლავში? სულ მკიდია სტრასბურგიც და ბუდაპეშტიც, მე ხომ ვიცი, რა უბედურება დაატრიალეს ამ სისხლისმსმელებმა?!
ახლა არ დაიწყოს ზოგიერთმა, სანდრო გირგვლიანს „ხლაპუშკა" აუფეთქდა და ისე გარდაიცვალაო!!!" - წერს ზედელაშვილი.