logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა რუსეთთან კავშირში ჰილარი კლინტონი და FBI დაადანაშაულა
- +

6 იანვარი. 2018. 00:22



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) რუსეთთან გარიგებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.


„ახლა, როდესაც დასტურდება, რომ ჩემი შეთანხმება რუსეთთან აბსოლუტური ტყუილია, ნათელი ხდება, რომ ერთადერთი, ვისაც გარიგება ჰქონდა რუსეთთან იყო ჰილარი კლინტონი და FBI", - დაწერა ტრამპმა.


3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ დოკუმენტი იპოვა, რომლითაც დასტურდება, რომ FBI ყოფილი სახელმწიფო მდივნის და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის - ჰილარი კლინტონის კანონდარღვევას მალავდა. წყაროს ცნობით, არსებობს FBI-ს დოკუმენტები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციის „უდიდეს მასშტაბზე" მოწმობს, რომელიც კლინტონის დაუცველ ელექტრონულ ფოსტაზე გადიოდა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner