„ხიდაშელ-უსუფაშვილს ახლაც ინტენსიური კონსულტაციები აქვთ ოდესის გუბერნატორთან", - აცხადებს ლევან მამალაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ინფორმაციით, ისინი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ერთად გეგმავენ.
„ქვეყნის სათავეში მყოფ კოჰაბიტირებულ ჯგუფს 600 000 „მკვდარი სულის" ხმა აქვს გადამალული და ამ ხმების გადანაწილებით არის დაკავებული... ხიდაშელ-უსუფაშვილის შანტაჟი გრძელდება. მათ გეგმაში შედის საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დაშლა. ერთდროულად ევაჭრებიან სააკაშვილსა და ივანიშვილს - ვისგან უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ", - აცხადებს მამალაძე.