logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ აქვს
- +

6 იანვარი. 2018. 12:12



საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს. ამის შესახებ მაკრონმა გუშინ, პარიზში თურქ კოლეგასთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე განაცხადა.


„თურქეთში განვითარებული ბოლო მოვლენები და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაწყებულ პროცესში რაიმე სახის პროგრესს შეუძლებელს ხდის. მე თურქ კოლეგასთან საუბარში ეს თემა გულახდილ საუბარში განვიხილე", - განაცხადა მაკრონმა.


ამავდროულად, მაკრონი არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა განვითარდეს.


თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიგში ყოფნამ ანკარა „ძალიან დაღალა".

 

„შეუძლებელია მუდმივად ევროკავშირში გაწევრიანებას ვითხოვდეთ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი თურქეთმა 1999 წელს მიიღო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner