საუდის არაბეთის გვარდიამ სამეფო სასახლეში პროტესტისთვის 11 პრინცი დააკავა, - ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „საბქი" წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წევრები მეფე სალმან იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც პრინცების მიერ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყდა. ასევე პრინცებმა განაცხადეს, რომ მათი ბიძაშვილის სიკვდილით დასჯისთვის ფულადი კომპენსაციის მიღება სურთ.
სამეფო გვარდიამ პრინცები მას შემდეგ დააკავა, რაც მათ სასახლის ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ახლა პრინცები „ელ-ხაირის" ციხეში არიან მოთავსებულები.