logo_geo
eng_logo
ლარის ოფიციალური კურსის დადგენის წესში ცვლილებაა
- +

6 იანვარი. 2018. 14:52



ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსის დადგენის წესში ცვლილება შეიტანა.


დღემდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც. ამის გამო იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო.


ცვლილებით, ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც, ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.


ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც ძირითადად გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner