logo_geo
eng_logo
რუსეთი და უკრაინა ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლაზე შეთანხმდნენ
- +

22 აპრილი. 2016. 17:48


მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, რომ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში გასამართლებულ რუსეთის ორ მოქალაქეზე მაისის ბოლომდე გაცვლიან.


პატიმრების გაცვლის პროცესი სინქრონულად წარიმართება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინაში დაკავებული პირების განაჩენი ძალაში შევა.


უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, განაჩენი ძალაში მისი გამოცხადებიდან 30 დღეში შედის.


აღნიშნული ვადა კი მაისის შუა რიცხვებში იწურება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner