logo_geo
eng_logo
ვაშინგტონმა „შავი სია“ გააფართოვა
- +

6 იანვარი. 2018. 18:14



ვაშინგტონმა ვენესუელელი მაღალჩინოსნების „შავი სია" გააფართოვა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ოთხი ვენესუელელი სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ დააწესა. მათ ბრალი რეპრესიებსა და კორუფციაში ედებათ.


გუბერნატორ არაგუა რუდოლფო მარკო ტორესს, ყოფილ გუბერნატორ ფრანსისკო ხოზე ანხელ გომესს, პრეზიდენტის სასაზღვრო კომიტეტის უფროსს, გენერალ ხერარდო ხოსე ტორესსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს ფაბიო ენრიკე პაბონს შეერთებულ შტატებში საბანკო ანგარიშები გაუყინეს.


ზემოთ ჩამოთვლილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შტატებში ბიზნესის წარმოება აეკრძალათ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner