უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქვეყანას ატერორებენ მებრძოლი ლიბერალები!!!
დიახ, ქვეყანას ატერორებენ მებრძოლი ლიბერალები, არასამთავრობო სექტორში ჩაბუდებული გარკვეული ჯგუფები, რომელთა მიზანსაც სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცვის მაგივრად წარმოადგენს საკუთარი ინტერესები დაცვა და ძალაუფლების დემონსტრირება!!!
აღნიშნულისთვის ისინი არ ერიდებიან, არც დამნაშავე სააკაშვილის დაცვას და მის გასათეთრებლად პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებების მხარდაჭერას; არ ერიდებიან, არც ტერორიზმთან მებრძოლი სპეცსამსახურების აბსურდულ კრიტიკას და დისკრედიტაციის მცდელობას; არ ერიდებიან, არც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მიხედვით და ზოგადად მათივე მოთხოვნით „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაშვებული სიუჟეტის გამო არხის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას!!!
მოკლედ, მებრძოლი ლიბერალები ებრძვიან ყველას და მუსრავენ ყველაფერს... და ამ დროს არასამთავრობო სექტორის ეროვნული ნაწილი რას ვაკეთებთ?! სამწუხაროდ ვერაფერს!!! და საერთოდ ნელ-ნელა კვდება ეროვნული ორგანიზაციები... კვდება იმიტომ, რომ მებრძოლი ლიბერალების ხელშია ყველანაირი რესურსი...
არ ვიცი, რა იქნება მომავალში... იქნება სიკეთე და ცვლილებები ამ მიმართულებით? არ ვიცი... ნამდვილად არ ვიცი", - წერს ლილუაშვილი.