საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ისე, ბედის ირონიაა თუ რა არის? მიშას პროკურორი „ვენოკების საქმეზე" - ნათია სონღულაშვილი, ჩემი პროკურორი იყო 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე, ხოლო მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს ეს საქმე ხუთი წელი თაროზე ჰქონდა შემოდებული.
მეორე მოსამართლე - არევაძემ, არავიძემ, როგორც მე ვეძახდი, მეორედ რომ დამაკავეს 2009 წელს მაშინ შემიფარდა აღმკვეთი ღონისძიება. ახლა კი მიშას 3 წელი მიუსაჯა.
დაგვცინის ეს სამყარო, რა", - წერს გამსახურდია.