logo_geo
eng_logo
20-დოლარიან კუპიურაზე აფროამერიკელი ქალის პორტრეტი გამოისახება
- +

22 აპრილი. 2016. 17:51


პირველად აშშ-ის ისტორიაში ახალ 20-დოლარიან კუპიურაზე აფროამერიკელი ქალის პორტრეტი გამოისახება.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალ 20-დოლარიან კუპიურაზე, მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ჰარიეტ ტაბმენი, აშშ-ის  მეშვიდე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს ჩაანაცვლებს.



ჰარიეტ ტაბმენი მონობაში დაიბადა, 29 წლის ასაკში გაიქცა და გაქცეული მონების გადარჩენაში ჩაერთო. მოგვიანებით, მან ასობით ადამიანი გაათავისუფლა და  ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებისთვის ბრძოლის ლიდერი გახდა.


ეს არ  არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც დოლარის კუპიურებთან დაკავშირებით იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალების პორტრეტები 5 და 10-დოლარიან კუპიურების უკანა მხარეს დაიბეჭდება.


ახალი კუპიურების დიზაინს 2020 წლისთვის დაამზადებენ. 2020 წელს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც აშშ-ში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ. 


უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკულ ქაღალდის ფულზე ქალის პორტრეტი არ დაბეჭდილა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner