პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გავრცელებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გირგვლიანის სადისტური მკვლელობა სასაფლაოზე ყოფილა პოლიტიკური შეცდომა!!!
აფრასიძეების ჩაცხრილვა - პოლიტიკური შეცდომა!
ავტოვაგზალზე 3 ახალგაზრდის მკვლელობა - პოლიტიკური შეცდომა!
კორტებთან ახალგაზრდების ლიკვიდაცია - პოლიტიკური შეცდომა!
ციხის ბუნტის სისხლში ჩახშობა - პოლიტიკური შეცდომა!
გიორგი გამცემლიძის სახლთან მოკვლა პატრულის მიერ - პოლიტიკური შეცდომა!
ხელებაწეული ბუტა რობაქიძის მოკვლა პატრულის მიერ - პოლიტიკური შეცდომა!
მოდელირებული ქრონიკით გარდაცვლილი ადამიანები - პოლიტიკური შეცდომა!
სულხან მოლაშვილის სიკვდილი - პოლიტიკური შეცდომა!
26 მაისს დახოცილები - პოლიტიკური შეცდომა!
2008 წლის ომში დაღუპულები - პოლიტიკური შეცდომა!
მემორიალის აფეთქებისას გარდაცვლილი დედა-შვილი - პოლიტიკური შეცდომა!
პალიასტომში ჩაყრილი გვამები - პოლიტიკური შეცდომა!
დიახ! ამას ჰქვია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი!
ეს მკვლელობები მართლაც იყო რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი!
ამიტომაც, რეჟიმი უნდა გასამართლდეს!" - წერს ხოფერია.