logo_geo
eng_logo
პატრიარქი საშობაო წირვას სამების ტაძარში აღავლენს
- +

6 იანვარი. 2018. 23:24

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტაძარში აღევლინება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.


სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში, დღეს 23:00 საათიდან დაიწყო.


შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები აინთება, რაც მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა.


პატრიარქმა დღეს მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ფანჯრებში სანთლების დანთება არ დაავიწყდეთ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner