logo_geo
eng_logo
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს
- +

7 იანვარი. 2018. 14:00

 


ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მანიფესტანტების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ქალაქ ბუშერში საჯარო გამოსვლისას ხელისუფლებას აკრიტიკებდა.


მისი გამოსვლა თეირანში საპროტესტო გამოსვლების წახალისებად შეაფასეს და ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ირანის ექსპრეზიდენტის დაკავების ფაქტი ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ დასტურდება. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 28 დეკემბერს დაიწყო. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner