logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაზე: მე ყოველთვის მჯერა დიალოგის
- +

7 იანვარი. 2018. 14:59



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის სატელეფონო საუბარი გამართოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან.


აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციაში, კემპ-დევიდში ჟურნალისტებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპს დაუსვეს კითხვა, მზად არის თუ არა ის სატელეფონო საუბარი გამართოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.


„რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მჯერა დიალოგის. თუმცა, ჩვენ ძალიან მტკიცე პოზიცია გვიკავია, მაგრამ მე ამას გავაკეთებდი. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა ტრამპმა.


ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები წინასწარი პირობების გარეშე დაიწყოს, რასაც დონალდ ტრამპმა უპასუხა:


„არა, მე ეს არ მიგულისხმია. თუ ჩვენ შევძლებთ გამოვძებნოთ კარგი და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, თუ ამგვარი მოლაპარაკებების მეშვეობით რამე გამოგვივა, ეს კარგი იქნება სრულიად კაცობრიობისთვის".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner